ყველა ბერას მორჩილია, ყველა ღარიბაშვილია - ზურაბ ჯაფარიძე

08.03.21 12:49
ყველა ბერას მორჩილია,  ყველა ღარიბაშვილია - ზურაბ  ჯაფარიძე

,,გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს მიაჩნია,  რომ ხელისუფლება ,,ტვ პირველის" ეთერში გამოქვეყნებული აუდიოფაილების ავთენტურობაში დარწმუნებულია, მაგრამ აღიარებას აგვიანებს. 

 

 

ყველამ ყველაფერი იცის უკვე ,,ოცნებაში", ყველამ იცის, რომ ის ჩანაწერები რეალურია და ,,ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული. ყველამ იცის და ხმას არ იღებენ. ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და ‘ისევ მიშა მოვა’-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ. ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს. ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე, ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს. ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი. - ამბობს ,,გირჩის" ლიდერი.

 

ზურა ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სკანდალური ჩანაწერის ერთ-ერთი ,,გმირთან", ირაკლი ღარიბაშვილთან ოპოზიციის მოლაპარაკებას აზრი ეკარგება.

ამიტომ ,,ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად" -ს შინაარსი არ აქვს!  - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე. 

აღნიშნული პოსტი ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.