სკანდალური ჩანაწერები - "ოცნება" სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით ცდილობს

08.03.21 13:07
სკანდალური ჩანაწერები - "ოცნება" სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით  ცდილობს

დადგენილია მიზეზი, რის გამოც ,,ქართული ოცნება" ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბერა ივანიშვილი ადამიანების დასჯის ბრძანებას 2010 წელს გასცემდა და ტერორი ივანიშვილის სახელით ათი წლის წინ ხდებოდა. ამ სიმძიმის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა ათი წელი აქვს. 

 საყურადღებოა, რომ სოციალურ ქსელში ბერას ოფიციალური გვერდი 2011 წელს დარეგისტრირდა. სადამსჯელო ოპერაციები ბერას სახელით კი სწორედ ამ გვერდზე დაწერილ კრიტიკულ კომენტარებს და სტატუსებს უკავშირდება. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ჩანაწერებზე გამოძიების დასრულებამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

პირველივე ნაბიჯი ნორმალურ სახლემწიფოში იქნებოდა გამოძიების დაწყება და სანამ ეს გამოძიება დასრულდება, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც ფიგურირებენ ჩანაწერში და იკავებენ მაღალ თანამდებობებს, უნდა გადადგნენ, - ამბობს "ნაციონალური მოძარაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა.

 ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს. საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.