"შეცდომა გავუსწორე სტატუსში და აქედან დაიწყო ყველაფერი" - ქრისტინე მარტიაშვილი ბერას შესახებ

08.03.21 13:29
"შეცდომა გავუსწორე სტატუსში და აქედან დაიწყო ყველაფერი" - ქრისტინე მარტიაშვილი ბერას შესახებ

ივანიშვილების ოჯახის მორიგი მსხვერპლი ტვ პირველს დუბაიდან ეხმაურება. ქრისტინე მარტიაშვილი, ამბობს, რომ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში შეცდომა შეუსწორა, რასაც ზეწოლა და შანტაჟი მოჰყვა. 

მამული, ენა და სარწმუნოება ეწერა და გავუსწორე, მგონი ენა, მამული, სარწმუნოება არის სწორი-თქო და აქედან დაიწყო ყველაფერი, ამიკომ ზუსტად 2 წამში დაიწყო. გამოვირჩეოდი პოლიტიკური სტატუსებით და მქონდა ჩემი აზრი ყველაფერზე. ბებია შსს-ში მუშაოდა. ბებიამ 2019 წლის ბოლოს დამირეკა და მთხოვა, 2 წუთით მოდი სახლშიო, იყო სულ ჭრელი სახეზე ნერვიულობისგან, კანკალებდა და ლამის მუხლებზე დამიჩოქა , რომ გეხვეწები, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო - ყვება ტვ პირველთან ქრისტინე მარტიაშვილი. 

ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ბერას მსხვერპლები ალაპარაკდნენ. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს. საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.