მოლაპარაკება მტერთანაც შეიძლება, - ნინო ბურჯანაძე

08.03.21 13:46
მოლაპარაკება მტერთანაც შეიძლება, - ნინო ბურჯანაძე

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობა უკვე აღარ შეიძლება. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსები მიიჩნევენ , რომ ტვ პირველის ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს არა აქვს მორალური უფლება, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

მოლაპარაკება ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის მტერთანაც, მაგრამ ლოგიკური იქნებოდა, ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს ბატონი თალაკვაძით, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე. უამრავი ადამიანი, ვინც ქუჩაში მხვდება, მეუბნება, რომ ცვლილებები საჭიროა. -ამბობს  ,,დემოკრატიული მოძრაობა-დემოკრატიული საქართველო-ს ლიდერი , ნინო ბურჯანაძე.