არ იჯერებს ხალხი იმას, რაც დასაჯერებელი არ არის - მამუკა მდინარაძე

08.03.21 14:48
 არ იჯერებს ხალხი იმას, რაც დასაჯერებელი არ არის - მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების" ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, მიაჩნია, რომ ტვ პირველის ეთერში გასული სკანდალური მასალა არის 2010-11 წლებში კუდ-ის მიერ ჩაწერილი და ფალსიფიცირებული და ეს ემსახურება ოპოზიციის ინტერესს, ჩაშალოს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან.

შარლ მიშელმა ითავა მედიაცია ოპოზიციასთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ფალსიფიცირებული, 2010-11 წლის კუდის მიერ მოპოვებული ჩანაწერების შემდეგ დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული გამოაგდონ, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ჩვენ მაინც დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შედეგს მივაღწევთ. რადგან როცა მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან მხარეები, უწევთ კომპრომისული წინადადების დაყენება, ამას მარტო ოპოზიციაზე არ ვამბობ. ჩვენზეც ვლაპარაკობ, ჩვენ არაერთი კომპრომისული წანადადება დავაყენეთ, კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება.  - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ფალსიფიცირებულ ჩანაწერებს არ დაიჯერებს.

 

 

კონკრეტული პატარა საბაბები მოიფიქრეს, მესმის, კონკრეტულ პერსონებზე გადავიდნენ,  ამისათვის იყო ყველაფერი გაკეთებული, ეს პიარკამპანია. არ იჯერებს ხალხი იმას, რაც არ არის დასაჯერებელი. ,,ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ ნაციონალების ლიდერებს არ იჯერებს ქართველი ხალხი - აცხადებს მამუკა მდინარაძე.