ვერ ვხედავდით პრობლემას, თუ აქტიურად არ ჩაერთვებოდა საქმიანობაში -მდინარაძე მაღლაფერიძეზე

08.03.21 15:25
ვერ ვხედავდით პრობლემას, თუ აქტიურად არ ჩაერთვებოდა საქმიანობაში -მდინარაძე მაღლაფერიძეზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ამბობს, რომ  მათ კომუნიკაცია გასულ დღეებში ჰქონდათ. მდინარაძის თქმით, მაღლაფერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქტიურ საქმიანობაში ყოველდღიურად  ვერ ერთვებოდა, რის გამოც წასვლა მოუწია. 

უკვე რამდენიმე დღეა ეს ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელად საუბრობდა, რომ მას აქვს ძალიან მაღალი პოსტი პარტიაში და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება, როგორც მას უნდა, ეს წუხილი სულ ჰქონდა. არ ვხედავდით პრობლემას, მანდამაინც დილიდან საღამომდე ვასიკო თუ არ ჩაერთვებოდა, მაგრამ მას ჰქონდა წუხილი,  ამაზე ვილაპარაკეთ ამ დღეების განმავლობაში და ასეთი გადწყვეტილება მიიღო, რადგან თავად მას ჰქონდა ეს წუხილი - ამბობს მდინარაძე. 

 ვასილ მაღლაფერიძემ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.