კალაძეც გაცივდა, როგორც მეუბნებიან - კოტე კემულარია მაღლაფერიძის შემდეგ კალაძის წასვლასაც არ გამორიცხავს

08.03.21 15:51
კალაძეც გაცივდა, როგორც მეუბნებიან - კოტე კემულარია მაღლაფერიძის შემდეგ კალაძის წასვლასაც არ გამორიცხავს

 „ქართული ოცნების“ რიგებიდან წევრების გადინება ოპოზიციაში არ უკვირთ. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი, კოტე კემულარია მმართველი პარტიიდან ვასილ მაღლაფერიძის წასვლას ეხმაურება. კემულარიასთვის სარწმუნო არ არის, რომ მაღლაფერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.

სერიოზული კაცია და ის, რა თქმა უნდა, გაცივების, ან რამე სხვა ჯანმრთელობის გამო ასეთ გავლენებს და ასეთ დიდ თანამდებობას არ დატოვებდა. მითუმეტეს, ის თავისი სიახლოვით ბიძინასთან უფრო მაღლა იდგა, ვიდრე თავად კობახიძე, - ამბობს კემულარია.

ოპოზიციის წევრი მმართველი პარტიის რიგებიდან კახი კალაძის წასვლაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, კალაძე თანამდებობის დატოვებას და მილანში წასვლას გეგმავს.

აი, მაგალითად, კალაძეც გაცივდა, როგორც მეუბნებიან, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და წასვლაზე ფიქრობს. ესეც საკმაოდ სერიოზული ინფორმაციაა. ამას ადრეც ამბობდა და ეუბნება თავის ყველაზე ახლობლებს , რომ ის მილანში წავა, ის აქ ვერ გაჩერდება და შესაბამისად, მას რაღაცა დასაკარგი აქვს, - ამბობს კოტე კემულარია.