საქართველო იზიარებს ჩვენს ხედვას, ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს - უნგრეთის ელჩი

27.04.23 14:21
საქართველო იზიარებს ჩვენს ხედვას, ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს - უნგრეთის ელჩი

რა მიზნით ჩადის ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში? - უნგრეთის ელჩი ამბობს, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სპიკერებს შორის უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ორგანიზატორებისგან მიიღო მიწვევა პრემიერმა, რადგან საქართველოსა და უნგრეთს ერთნაირი ღირებულებები აქვს. 

როცა სუფრა გაქვს შენ იწვევ ადამიანებს სასადილოდ. არ არის აუცილებელი ყველა ფიქრობდეს, ისე როგორც შენ ფიქრობ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა პოლიტიკური აზრებისა, ღირებულებების დაცვა, რომელსაც ვიზიარებთ, საქართველო იზიარებს ჩვენს ხედვას ქრისტიანობაში, ტრადიციულ ღირებულებებს, ღირებულებებს ოჯახთან და ოჯახურ კავშებთან. კონსერვატიულ პლატფორმაზე ამაზეც იქნება საუბარი. ყოველთვის არის განსხვავებები და მსგავსებები შეხედულებებში, ისე როგორც საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რომ ჭიქა არა ნახევრად ცარიელია, არამედ ის რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ~ ამბობს ანა მარია შიკო.

მსგავსი სიახლეები