"შენნაირ უზრდელებს ენას ვაძრობთ" - ჩანაწერი, სადაც ბერა ივანიშვილის სახელით 18 წლის გოგონას ემუქრებიან

08.03.21 17:03
"შენნაირ უზრდელებს ენას ვაძრობთ" - ჩანაწერი, სადაც ბერა ივანიშვილის სახელით 18 წლის გოგონას ემუქრებიან

ბერა ივანიშვილის მუქარის კიდევ ერთი მსხვერპლი მანანა მჭედლიშვილია. მას მტკიცებულებად აუდიოჩანაწერიც აქვს, რომელიც 2013 წელსაა გაკეთებული. მაშინ როცა "ქართული ოცნება" უკვე ხელისუფლებაში იყო, მჭედლიშვილს  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო  დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. 18 წლის გოგონამ საუბარი ჩაიწერა.აუდიო მასალაში ისმის,როგორ აყენებს შეურაცხყოფას მამაკაცი ახალგაზრდას და როგორ სთხოვს მას კომენტარი წაშალოს და სამუდამოდ გაჩუმდეს.

"შენნაირ გოგოს ენას ვაძრობთ ძირში, ამხელა ხალხი შევწუხდით და გირეკავთ აქ, შე უზნეო გოგო, ამ ხალხს ისეთი ხალხი ცემს პატივს, რომ შენ არ დაგესიზმრება, იმსახურებ და იმიტომ გელაპარაკები, ამხელა გოგოს წაგიგდია ენა, წერ არ იცი რას" - მიმართავს უცნობი მამაკაცი 18 წლის გოგონას.

ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ათეულობით ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს. საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.