ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს - ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე

08.03.21 17:54
ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს - ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე

ბერა ივანიშვილის კრიტიკის, მასზე დაწერილი კომენტარების  და ფეისბუქ სტატუსების გამო დასჯილი ადამიანების გამო შეშფოთებულია არასამთავრობო სექტორი. იურისტები  ,,ოცნების" პრემიერ- მინისტრს ურჩევენ, აიღოს როგორც სამართლებრივი , ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

,,ფონდ ღია საზოგადოების" წარმომადგენელი, ქეთი ხუციშვილი, აღნიშნავს, რომ სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები.

ჩანაწერი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თანაც მძიმე დანაშაულის - ზეწოლა და ძალადობა არასრულწლოვანებზე, ძნელია, ვიქონიოთ სამართლიანი გამოძიების იმედი იმ პირობებში, თუ ღარიბაშვილი პრემიერი იქნება და სრული საშუალება ექნება, მოახდინოს ზეგავლენა გამოძიების პროცესზე. ერთობლივად ვითხოვთ გადადგომას, დროებითს მაინც, რომ სამართლიანად წარიმართოს გამოძიების პროცესი.  - ამბობს ქეთი ხუციშვილი.

,,სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინი დოლიძე, მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და დაიწყოს გამოძიება,

ნდობა საგამოძიებო ინსტიტუტების მიმართ არის ძალიან დაბალი, ის ადამიანები, ვისაც შეეუძლია, ზეგავლენა მოახდინონ გამოძიებაზე, უნდა ჩამოშორდნენ ამ პროცესებს, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ის ფაქტი, რომ გამოძიება ჯერ დაწყებულა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გამოძიება დაიწყებოდა. - აღნიშნავს ნინო დოლიძე.