ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ - კახი კალაძე

08.03.21 19:00
ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ - კახი  კალაძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატრიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციის მიზნით არასწორია. კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, დაიწყება თუ არა გამოიძიება, თქვა, რომ  მომდევნო დღეებში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება. 

„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც და საზოგადოებასაც, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები