არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან განმარტებას ელიან

08.03.21 19:35
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან განმარტებას ელიან

ტვ პირველის ეთერში გასული მასალის გამო, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის ფაქტებს ასახავს, 15 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, განმარტებებს ითხოვს. 

ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების, დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მოთხოვნასაც აყენებენ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გარდა ამისა, მესამე სექტორი გამოძიების პროცესში ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო, ან სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა, ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად - აღნიშნულია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო; საზოგადოება (ISFED); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG); ცენტრი ემპათია; ფონდი ღია საზოგადოება; მედიაკლუბი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC).