ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში საქეიფოდ ჩამოვიდნენ - ქორწილი კახეთში გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი საქართველოშია - "პირველების" ინფორმაციით, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ლავროვა, ქვეყანაში ქმართან ერთად საქეიფოდ ჩამოვიდა.
მეტიც, ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავები საქართველოში გრანდიოზულ ქორწილის გადახდას გამართავენ.
"პირველების" ინფორმაციით, ლავროვის სიძის ძმამ ხელი თბილისში, წორწინების სახლში დღეს მოაწერა, რუსულ ქორწილს კი კახეთში იხდის.
როგორც წყარო ახალი ამბების სამსახურს უყვება, ქორწილის წვეულება Kvareli Like Resort-ში გაიმართება.
ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ვიზიტი "პირველებს" ელენე ხოშტარიამაც დაუდასტურა.
ლავროვის შვილი, თავის მეუღლესთან ერთად, რომლის ძმის ქორწილიც გადაიხადეს თბილისში და ახლა წაბრძანდნენ ყვარელში და ახაშენში. დიახ, მთელი დიდი ჯგუფი რუსების, ძალიან ღიად და თავისუფლად ემზადებიან (ქორწილისთვის) ლავროვის, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს არარსებობისთვის აკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, აკეთა ყველაფერი და სისხლისღვრა ამართლა ყველა ტრიბუნაზე, ერთ-ერთი შემოქმედია რუსული იმპერიალიზმის, მისი შვილი საქართველოში ჩამოდის დროის გასატარებლად. როგორ წარმოგიდგენიათ, ლავროვი რომ თავის შვილს აქ უშვებს, ეს უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეიძლება მოხდეს? - განაცხადა ხოშტარიამ.