შარლ მიშელი პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის, საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის

09.03.21 10:28
შარლ მიშელი პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის, საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს აგზავნის.

უახლოეს დღეებში  დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩართოს პროცესში.პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ სრულყოფილად კონსტრუქციულად შესრულდეს დიალოგი საერთო შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე, - ნათქვამია განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.