"პოლიტიკური პროცესის განმუხტვა ევროკავშირმა ჩათვალა თავის სტრატეგიულ ამოცანად" - სამადაშვილი

09.03.21 11:34
"პოლიტიკური პროცესის განმუხტვა  ევროკავშირმა ჩათვალა თავის სტრატეგიულ ამოცანად" - სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი,სალომე სამადაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის, გამოგზავნას, პოზიტიურად აფასებს. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური პროცესის განსამუხტად. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი მექანიზმი უკვე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სახით აუცილებლად უზრუნველყოფს მოლაპარაკების პროცესის წარმატებას. საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკური პროცესის განმუხტვა  ევროკავშირმა ჩათვალა თავის სტრატეგიულ ამოცანად და ამის სიგნალი და ნიშანი არის სწორედ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ძალიან ნათლად დააფიქსირა - ამბობს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, აგზავნის. დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვება.