ელისაშვილი და იოსელიანი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

09.03.21 11:59
ელისაშვილი და იოსელიანი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ტვ პირველის" ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე - არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიაში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისაგან გვქონდეს, - თქვა ელისაშვილმა. 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, მის მიმართ ნდობა არ იქნება.