კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკალაცია - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-თან

09.03.21 13:37
კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკალაცია - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-თან

„კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკალაცია“ - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითდ ასმულ შეკითხვას. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა ინტერვიუ BBC-ს მისცა.

გადაცემაში საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც შეეხო. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციასა და დეესკალაციას.

ვიტყოდი თუ რას ვუჭერდი მხარს. ეს არის კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკალაცია. ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისების მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა, მეტად მივმართავ მმართველ გუნდს, რადგან ის მეტადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაანეიტრალოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.