ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებლად დაისჯებით - ზვიად ტომარაძე ნამახვანჰესზე

09.03.21 14:20
ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებლად დაისჯებით - ზვიად ტომარაძე ნამახვანჰესზე

 ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ნამახვანჰესის პროექტს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.

როდესაც ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებს ფუთავთ ენერგოდამოუკიდებლობით ამართლებთ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე საუბრობთ, ხელისუფლება რომელიც არ უსმენს ხალხს და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის აუცილებლად დამარცხდება, თქვენ და თქვენ გუნდს საქართველო წარმოგიდგენიათ როგორც მომხმარებელი და არა მწარმოებელი სახელმწიფო და იმ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში მონაწილეობის გამო მოვა დრო და აუცილებლად დაისჯებით ყველა, ვინც იღებთ მონაწილეობას ამაში - განაცხადა ზვიად ტომარაძემ. 

 პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან დარგის ექსპერტები,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები. სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დარგის ექსპერტებს შეკითხვები ჰესის მსენებლობასთან დაკავშირებით აქვთ.