წითელი ხაზი გადალახულია, სახლებში მივაკითხავთ ყველას, ვინც საზოგადოებას ატერორებს - აქციის მონაწილეები

09.03.21 15:55
წითელი ხაზი გადალახულია, სახლებში მივაკითხავთ ყველას, ვინც საზოგადოებას ატერორებს - აქციის მონაწილეები

 „გამოდი ღირსებისთვის“- ამ ლოზუნგით სამოქლაქო აქტივისტებმა მსვლელობა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიწყეს. მათ ბანერებზე გაკეთებული იყო წარწერები  ,,მონა უნდა წავიდეს", და ,,ბერა, მამიკო და ბიძია პუტინი შენით ამაყობენ". აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით გასული სიუჟეტის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, არ აქვთ მორალური უფლება, შეინარჩუნონ თანამდებობა.
 

პროკურატურის განცხადება არის პირდაპირი დაშინება ტვ პირველის და ეს არის სიგნალი სხვებისთვის, არ გამოაშკარავონ დანაშაული, ჩვენ ვითხოვთ ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის გადადგომას და ობიექტური გამოძიების დაწყებას, - აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ჩალაძე.   

 აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოაწყობენ ყველა იმ პირთა სახლების პიკეტირებას, ვინც სკანდალური აუდიოჩანაწერის საქმეშია დამნაშავე. ასევე, იგეგმება, ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართონ და გადადგომისკენ მოუწოდონ.

მსგავსი სიახლეები