შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

09.03.21 15:56
 შაქარაშვილის მკვლელობის საქმე -  3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. განაჩენი, მოსამართლე  ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 3 ბრალდებულს გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 16-წლიანი პატიმრობა  მიესაჯა. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. პროცესს ესწრებოდნენ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები. ისინი ბრალდებულების მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ. 

2 არასრულწლოვანი ბრალდებულის განაჩენი  16 მარტს გამოცხადდება. 

მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.