მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა დავუდასტურო ღარიბაშვილს - ირაკლი თალაკვაძე

09.03.21 17:30
მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა დავუდასტურო ღარიბაშვილს - ირაკლი თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.  6 მარტს ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თალაკვაძემ პირველი კომენტარი დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა, ჩემი მხრიდან მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

 შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ პირველზე "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში აუდიოჩანაწერი გავიდა, სადაც ფიგურანტები არიან ბერა ივანიშვილი, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. გენერალურმა პროკურატურამ ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერების  გასვლიდან მესამე დღეს  გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ან მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.