პროკურატურამ გამოძიება ფაქტიურად ,,ტვ პირველის" წინააღმდეგ დაიწყო - ლევან სამუშია

09.03.21 17:37
პროკურატურამ გამოძიება ფაქტიურად ,,ტვ პირველის" წინააღმდეგ დაიწყო - ლევან სამუშია

,,ლელო საქართველოს" წევრს, ლევან სამუშიას, მიაჩნია, რომ პროკურატურა გამოძიება არა რეალურ დანაშაულზე, არამედ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ დაიწყო. 

პროკურატურამ დღეს ირიბად განაცხადა, რომ გამოძიება ტვ პირველის წინააღმდეგ დაიწყო. ფაქტიურად, ეს განცხადებაა აქა და მათ სურთ, მედიასაშუალებები დააშინონ,  ივანიშვილი დიქტატურის დაკანონებას ცდილობს. ეს არის პირდაპირ მიმართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რომ მედია დააშინონ,  რომ თუ როდესმე ვინმეს მსგავსი აზრი გაუჩნდება, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პროკურატურამ დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამოძიება კერძო საუბრების უკანონოდ გავრცელების საქმეზე დაიწყო.