ჩნდება განცდა, რომ პროკურატურის მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა - ნოდარ მელაძე

09.03.21 17:38
ჩნდება განცდა, რომ პროკურატურის მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა - ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის განცხადებას ჟურნალისტების  დაშინების მცდელობად აღიქვამს. ,,ტვ პირველის" გენერალურ პროდიუსერს ეჭვის საფუძველს ის მუხლები უჩენს, რომლითაც შოთაძის უწყებამ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, სხვა ვერაფრით აიხსნება ის ფაქტი, რომ პროკურატურისთვის აუდიოჩანაწერის სავარაუდო დანაშაულებრივი შინაარსის ნაცვლად, პრიორიტეტული თავად ამ აუდიოჩანაწერის მედიისთვის მიწოდების ფაქტია.

მუხლები, რომლითაც დაიწყო გამოძიება საქართველოს პროკურატურამ, აჩენს განცდას, რომ მათი მიზანი იყო გამომძიებელი ჟურნალისტების დაშინება, რომ მათ შეწყვიტონ მსგავს ხმაურიან თემებზე მუშაობა და სავარაუდო დანაშაულებების გამოაშკარავება, რადგან სხვა ვერაფრით ავხსნით იმას, რომ დღეს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია დაადგინოს, მედიამ როგორ მოიპოვა ესა თუ ის ჩანაწერი და არ არის პრიორიტეტული დაადგინოს იმ მძიმე დანაშაულებების მომზადებისა და განხორციელების შესახებ, რომელზეც ჟურნალისტურ გამოძიებაში იყო საუბარი, - ამბობს  მელაძე.