მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მიზნით კეთდება ეს - თურნავა სკანდალურ ჩანაწერებზე

09.03.21 17:44
მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების მიზნით კეთდება ეს - თურნავა სკანდალურ ჩანაწერებზე

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მიესალმება. თურნავას აზრით, ჩანაწერები ოპოზიციის "ფოკუსია", რომელიც მათ მოლაპარაკების ჩასაშლელად გააკეთეს.

ძალიან სწორია, რომ დაიწყო, მთავარი  და ესეთი შემაშფოთებელი დარღვევა არის უკანონო მიყურადება, ჩვენ ეს დავამთავრეთ 2012 წელს და მსგავსი პრაქტიკა არის, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი. იმედია, რომ პროკურატურა ასევე იმსჯელებს იმაზე, რატომ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები ეხლა, იმიტომ რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მსგავს ფოკუსებს აკეთებს, როდესაც ახლოს არის შეთანხმება და მაგიდის აყირავების მიზნით კეთდება ეს -  ამბობს ნათია თურნავა