საუბრებიდან ირკვევა, რომ დამკვიდრებული იყო სისტემური შესაძლო დანაშაული - ნოდარ მელაძე

09.03.21 19:45
საუბრებიდან ირკვევა, რომ დამკვიდრებული იყო სისტემური შესაძლო დანაშაული - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და აუდიოფაილების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ანზორ ჩუბინიძე, ტყუილს ამბობს.

ჩვენს მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერებში მკაფიოდ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვისა და განხორციელების კონკრეტული ფაქტები, ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ საუბარში ნათლად ისმინება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეუბნება ჩუბინიძეს, ,,მორიგჯერ სადამსჯელო ჯგუფი ხარო", ამ საუბრიდან იკვეთება ბერას დავალებით ანზორ ჩუბინიძის მიერ კონკრეტულ ადამიანზე განხორვციელებული  ზეწოლა და დაშინება. იკვეთება ისიც, რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და სისტემატური შესაძლო დანაშაული. - ამბობს ნოდარ მელაძე.

 

ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბერა ივანიშვილის დაცვა მის მოვალეობას წარმოადგენდა. ამ მიზნით ის ბერა ივანიშვილზე გაკეთებული კრიტიკული განცხადების რამდენიმე ავტორს შეხვდა და ესაუბრა, თუმცა ძალადობასა და ზეწოლას ადგილი არა ჰქონია.