თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ - ბერა ივანიშვილი

09.03.21 23:54
თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ - ბერა ივანიშვილი

მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში თქვა. ივანიშვილმა არ უარყო ტვ პირველის ეთერში გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა. 

მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ, პირდაპირ ვიტყვი, რომ მე  თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემ ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ერთი ქართველი კაცი, ერთი ვაჟკაცი მაჩვენეთ ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა, - ამბობს ბერა. 

ბერა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში ასევე თქვა, რომ ეს საუბარი 2011 წლის ზაფხულშია ჩაწერილი. მისი მტკიცებით, საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩაიწერეს.

მსგავსი სიახლეები