ივანიშვილის ხელისუფლების ღია მხარდაჭერა მოსკოვიდან - რუსეთი ღია ბრძოლას იწყებს

10.03.21 10:11
ივანიშვილის ხელისუფლების ღია მხარდაჭერა მოსკოვიდან - რუსეთი ღია ბრძოლას იწყებს

ივანიშვილის ხელისუფლების ღია მხარდაჭერა მოსკოვიდან - პოლიტიკურ თამაშში რუსეთი ღია ბრძოლას იწყებს. რუსეთის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.  პუტინის მარჯვენა ხელი „ქართულ ოცნებას“ ამერიკული ზეწოლისგან იცავს და წერს, რომ თეთრი სახლი „მეოცნებეების“ ნაბიჯებით გაღიზიანებულია, რომელის სტრატეგიულ პარტნიორს არ ემორჩილება. ნარიშკინი ასევე წერს, რომ ამერიკელები საქართველოში წესრიგის დამყარებას  ოპოზიციის მხარდაჭერით აპირებენ და ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ ძირი გამოუთხარონ.

ასეთი პირდაპირი მხარდაჭერა ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს არცერთი ხელისუფლებისთვის არ გამოუცხადებია.