ღარიბაშვილს ტრი-ტრის არ ვეძახი, ვეძახი ანტუნის - ბერა ივანიშვილი

10.03.21 10:22
ღარიბაშვილს ტრი-ტრის არ ვეძახი, ვეძახი ანტუნის - ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი განმარტავს ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებში  რა სახელით მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს. ივანიშვილის თქმით, ის ტრი-ტრის არ ახსენებს და ახლანდელ პრემიერს ფრანგული სახელით მიმართავს.

ტრი-ტრი საიდან გაიგეს, საერთოდ მე არ ვიცი. იქ, 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით და იქ ტრიტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტუნიიი - ამბობს ბერა

ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გუშინ ტვ იმედის ეთერში გავიდა. ოლიგარქის ვაჟი ტვ პირველის ეთერში გასული ჩანაწერების ავთენტურობას აღიარებს და ამბობს, რომ ჩანაწერები 2011 წლით თარიღდება. ბერა ასევე ამბობს, რომ თუ დედას შეაგინებენ, მომავალშიც იგივე პასუხი ექნება.