ეს ჩვენი ხალხია და ხელი არ უნდა მოკიდოთ - ოპოზიცია „ოცნების“ მიმართ მოსკოვის მხარდაჭერაზე

10.03.21 10:42
ეს ჩვენი ხალხია და ხელი არ უნდა მოკიდოთ - ოპოზიცია „ოცნების“ მიმართ მოსკოვის მხარდაჭერაზე

რუსეთის ფედერალური დაზვერვის უფროსის განცხადებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის შეფასებით, პუტინის მარჯვენა ხელი ამერიკელებს პირდაპირ ეუბნება, რომ „ოცნება“ მათი  ხალხია და ხელი არ უნდა დაედოთ.  

ეს ჩვენი ხალხია და ამათ ხელი არ მოკიდოთ, პირდაპირ ეუბნებიან ამერიკელებს. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხაროდ, რასაც ჩენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არის ოლიგარქი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს და ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ვასალი სახელმწიფო, - აცხადებს ბარამიძე.

„ქართული ოცნების“ „უმძიმეს სამხილს“ უწოდებს ნარიშკინის განცხადებას „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეშფოთების სიგნალი უნდა იყოს.

ეს არის უმძიმესი კიდევ ერთი სამხილი „ქართული ოცნების“ , როდესაც მისი მხრიდან ევროატლანტიკური კურსის რღვევის და გადახვევის შესახებ წერს ოკუპანტი სახელმწიფო. რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ და პირდაპირ წერენ, რომ ოცნება და მეოცნეები ევროატლანტიკურ კურსს არ იცავენ, ეს მორიგი შეშფოთების სიგნალი უნდა იყოს ჩვენთვის და ჩენი მოქალაქეებისთვის, - ამბობს ნაცვლიშვილი.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ბრალდებებს არ გამორიცხავს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა. უგულავას თქმით, ხელისუფლება გავრილოვის ჩამოყვანის მსგავსად ამ ფაქტსაც ოპოზიციას მიაწერს.

მათ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და შესაბამისად, რიგითი ივანიშილის გადასარჩენად ჩაერთო ნარიშკინი. მე ეგზოტიკურ განცხადებებეს ველოდები, რომ ეს ნარიშკინის განცხადება არის ოპოზიციის ბრალი, აქედან გიორგი კანდელაკის ან ვინმეს დაწერილია, როგორც გავრილოვი ჩვენ ჩამოვიყვანეთ, დაახლოებით ისე იქნება, რომ ნარიშკინსაც ჩჩენ დავაწერინეთ. აუცილებლად იქნება დღეს ეს ერთ-ერთი ჰედლაინი „ქართული ოცნების“ მხრიდან - ამბობს უგულავა.