მაშველი რგოლი გადმოუგდეს "ოცნებას" - გიგი უგულავა მოსკოვის მხარდაჭერაზე

10.03.21 11:08
მაშველი რგოლი გადმოუგდეს "ოცნებას" - გიგი უგულავა მოსკოვის მხარდაჭერაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა რუსეთის ფედერალური დაზვერვის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა. უგულავას შეფასებით,  მოსკოვმა  „ქართულ ოცნებას“ მაშველი რგოლი გადმოუგდო და ზურგი გაუმაგრა, ვინაიდან დაინახა, რომ მართვის  სადავეები შეუსუსტდა.

დაინახეს რა „ქართული ოცნების“ ტურბულენტობა და პრობლემები, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად ჭაობშია და მე ვიტყოდი, რომ ბევრი დრო აღარ დარჩენია მის ხელისუფლებას, მაშველი რგოლი გადმოუგდეს თავიანთ ამ ფსონებს საქართველოში. ახლა ყველა პარამეტრით ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ რუსეთთან მიცოცდა საქართველო, მიცოცდა დაჩოქილი ივანიშვილის პირობებში. ახლა დაინახეს, რომ ივანიშვილს, ღარიბაშვილს და მათ ხალხს და მათ ინტერესების გამტარებლებს აქვთ პრობლემები და თავისი გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, ზურგი გაუმაგრეს და დასავლელი იმპერიალებისგან დაიცვეს, - აცხადებს უგულავა.

მსგავსი სიახლეები