მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შემოვიდნენ პარლამენტში - ტალიაშვილი

10.03.21 11:17
მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შემოვიდნენ პარლამენტში - ტალიაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. 

მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას პოლიტიკური სპექტრის. ხაზგასმით ვიტყვი, საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პროცესში  პოლიტიკური სპექტრის ჩართვა არის ის პრიოტეტი, რომელზეც ყველა გამომსვლელმა ისაუბრა, კვლავ რჩება ჩვენი მმართველი გუნდის მოწოდება რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ პროცესში- თქვა ტალიაშვილმა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხდომა იმართება. განსახილველ საკითხებს შორის სავარაუდოდ, იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ტვ პირველის ეთერში გასული სკანდალური აუდიოჩანაწერები.