სასამართლო რეფორმა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ევროპრალემნტარების მწვავე გზავნილები

10.03.21 11:30
სასამართლო  რეფორმა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ევროპრალემნტარების მწვავე გზავნილები

ევროპრალემნტარების მწვავე გზავნილები „ოცნების“ ხელისუფლებას - საგაზაფხულო სესიაზე დებატები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრით დაიწყო. ევროდეპუტატებმა პირდაპირ განაცხადეს,  რომ ქართულ დემოკრატია საფრთხეშია და პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად განმუხტონ. მათ  მხარეებს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

ევროდეპუტატების  გზავნილები ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხო. ევროპარლამენტში იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მხრიდან სპეციალური წარმოამდგენლის დანიშვნით სასიკეთო შედეგი დადგება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაუმჯობესებას და  გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმარ რურუას, როგორც უკვე შეთანხმებულები ვიყავით და ასევე, მელიას. მოქალაქეებს კი უ~უფლება მიეცემათ აირჩიონ ის, ვინც მათ წარმაოდგენს ისეთ სისტემაში, რომლის სამართლიანობაზეც ეჭვები არ იარსებებს - განაცხადეს ევროპარლამენტში.