შაქარაშვილის საქმეზე განაჩენს ბრალდებულების ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ

10.03.21 11:38
შაქარაშვილის საქმეზე განაჩენს ბრალდებულების ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ განაჩენი უკანონოა და ბიძინა სტურუამ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდების მხარე ყევლა ინსტანციის გავლის შემდეგ, სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.  არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესი თავიდანვე დარღვევებით წარიმართა. 

გამოვიყენებთ ყევლა ინსტანციას იმისთვის რომ მერე მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი  ილუზია, რომ აპელაცია ან უზენაესი სასამართლო შეცვლის სტურუას ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ამიტომ გამოვიყენებთ მონიჭებულ უფლებას და შემდეგ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაადგენს იმ დარღვევებს რასაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გამოძიების დროს და შემდეგ სასამართლო განხილვის დროს - ამბობს ნესმიწვერიძე. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. . 3 ბრალდებულს გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 16-წლიანი პატიმრობა  მიესაჯა. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.