რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, წარმოადგენს რუსეთისთვის ცუდ პროცესებს - აკაკი ბობოხიძე

10.03.21 11:48
რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, წარმოადგენს რუსეთისთვის ცუდ პროცესებს - აკაკი ბობოხიძე

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ,  რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, სერგეი ნარიშკინის, განცხადება შეაფასა.

 ის ფაქტი, რითაც შეწუხებულია რუსეთი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო პროცესები მიმდინარეობს. რაც ჩვენთვის კარგია, ის რუსეთისთვის ცუდია. პროცესებში ჩარევაზე მელაპარაკება ის ადამიანი, რომლის ქვეყანა 90-იან წლებში ჩვენთან ნიშნავდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა, გუშინ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და გააფრთხილა, რომ ამერიკა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ერევა.