"ჰაკიმ წადი" - სამოქალაქო აქტივისტებმა ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართეს

10.03.21 11:49
"ჰაკიმ წადი" - სამოქალაქო აქტივისტებმა ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართეს

"ჰაკიმ წადი", "სიმამრიჩი" - ეს წარწერები სამოქალაქო აქტივისტებმა ღამით ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან დატოვეს.პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ ღამით გაიმართა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასაჯაროებულ აუდიო ჩანაწერებს უკავშირდება.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ისინი აქტივისტებს წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.