ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველო არ უნდა ჩამოიწეროს - საქართველოს პრეზიდენტი

10.03.21 12:32
 ნიკა მელიას დაკავების გამო საქართველო არ უნდა ჩამოიწეროს -  საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი BBC-ის ეთერში გააკეთა.  ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიციის ლიდერის დაკავების დრო და ფორმა საუკეთესო არ იყო.

არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი მიზეზი ჰქონდა, კერძოდ კი პარლამენტის შენობაზე მიტანილი იერიში და პროვოკაციები, ალბათ, დრო და ფორმა, ოპოზიციის ლიდერის დაკავებისა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უცბად ავტორიტარული ქვეყანა გახდა. ფაქტი, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ კრიზისია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველო არავის ჩამოუწერია – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.