აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა

10.03.21 13:32
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა

"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციამ აქციის 6  მონაწილეები დააკავა. დაკავებულებს შორის  არიან აქტივისტები კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ბექა პაპაშვილი. ისინიშენობიდან გამოსულ "ქართული ოცნების" დეპუტატებს შეძახილებით დახვდნენ.

"6 დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებდონენ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას" - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა. 

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები აქციას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს პარალელურად მართავდნენ. ისინი ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერების ფიგურანტების  სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.