ანზორი მივიდა, რად გინდა, შვილო, ამას რომ აკეთებ, სპორტზე მიგიყვანო - სოზარ სუბარი

10.03.21 13:44
ანზორი მივიდა, რად გინდა, შვილო, ამას რომ აკეთებ, სპორტზე მიგიყვანო - სოზარ სუბარი

მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, „ქართული ოცნებას“ თავის მართლების რეჟიმში ჩადგომა მოუწია.  მმართველი პარტიის წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ  ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნები თინეიჯერი ბერა ივანიშვილის  დავალებით კონკრეტულ ოჯახებში მიდიოდნენ და ბავშვებს აღმზრდელობით გაკვეთილებს უტარებდნენ.

როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან ათი, თერთმეტი, თორმეტის წლის ბავშვები, გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგი, შეტევა ხდებოდა არა მხოლოდ უცენზურო სიტყვებით, არა მხოლოდ უცენზურო ლექსიკით, მე თქვენთან ვერ გავიმეორებ რა ინფორმაციაც მაქვს, რაც ხდებოდა, და ამის შემდეგ, ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ეუბნება, რომ აი, ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას , მართლა რამეს ხომ არ აპირებთ, ის უებნება, რომ არაფერს და მაშინ, „რად  გინდა, შვილო, ასეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან და რაღაცა ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, აი, ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, -ამბობს სუბარი.

სოზარ სუბარი ასევე ამბობს, რომ ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის “ ხელწერაა და „ქართულ ოცნებასთან“ საერთო აფერი აქვს.