,,ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის, განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებითვის მზადება დღეს დაიწყო.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით - მერების, მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ საარჩევნო სიებზე, ვინც იქნებიან თბილისში, რეგიონებში. როგორც იცით, ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება - განაცხადა სოზარ სუბარმა.