ღარიბაშვილის გადაყენებაში კალაძემ და გახარიამ მიიღეს მონაწილეობა - დავით ჭიჭინაძე

10.03.21 15:07
ღარიბაშვილის გადაყენებაში კალაძემ და გახარიამ მიიღეს მონაწილეობა - დავით ჭიჭინაძე

,,სახალხო ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისი მერი კახა კალაძე და ექს პრემიერი გიორგი გახარია უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ალიანსში ვიხილოთ.

კალაძე ბოლო პერიოდში პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, მისი  შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკვე გაქრა, აღარ ისმის მისგან - აქ გამოქანდით, გადმოხტით, დამახტით. მიხვდა კალაძე, რომ ასეთი ლექსიკით შორს ვერ წავა. იგი თავის გადარჩენას  ცდილობს. ის ფაქტი, რომ ბოლო სკანდალურ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს, მიუთითებს იმაზე, რომ გამიჯვნას ცდილობს. კალაძეს გააჩნია გამოცდილება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გახარიასთან თანამშრომლობის, არ გამოვრიცხავ, იგივე განმეორდეს - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

თბილისი მერი, კახა კალაძე, სკანდალური აუდიოფაილების თემაზე კომენტირებისგან თავს იკავებს. მან რამდენიმე დღის წინ მან ისიც განაცხადა, რომ  მეტ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს ხანებში გაიგებს.