მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

10.03.21 15:30
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

 მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

ლერი ბარნაბიშვილი არის ძალიან ენერგიული, წარმატებული, ეფექტური მენეჯერი. მას შეუძლია უწყებებთან ძალიან კარგი კოორდინაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და ვფიქრობ, იგი წარმატებული იქნება ამ პოზიციაზე. ის იქნება ჩემი წარმომადგენელი და თქვენთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ექნება, - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში კადრების გადინება და ახალი კადრების დანიშვნა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა.