კახი კალაძემ, შესაძლოა, "ოცნების" რიგები დატოვოს - ვინ იქნება დედაქალაქის მერი

10.03.21 15:36
კახი კალაძემ, შესაძლოა, "ოცნების" რიგები დატოვოს - ვინ იქნება დედაქალაქის მერი

ხელისუფლებამ თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს. მმართველ გუნდში უკვე კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობენ, თუმცა უცნობია, ვინ იქნება თბილისი მერობის კანდიდატი.

არსებული ინფორმაციით, კახი კალაძეს მეორედ მერობის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ კალაძე „ოცნების“ რიგებს მალე დატოვებს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამაზე პასუხი რამდენიმე დღეში ეცოდინებათ.

თანაგუნდელები კალაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ  ის ღირსეული მერია.

გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ, დარწნმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეული მერი ჰყავს დღეს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახი კალაძე, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თავად კახი კალაძემ უნდა მიიღოს, რაც ტოვებს განცდას, რომ „ოცნების“ გენერალური მდივნის და მმართველი გუნდის გზები გაიყო.