არც ერთი სიტყვა სკანდალურ ჩანაწერზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

11.03.21 11:37
არც ერთი სიტყვა სკანდალურ ჩანაწერზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სკანდალურ აუდიოფაილებზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება მხოლოდ სამ საკითხზე გაამახვილა:  მზადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომისთვის, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლია დეტალები და ახალი კონტრაქტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ავსტრიულ კომპანიასთან გააფორმა. 

16 მარტის ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა.

ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში შეინიშნება შემთხვევების მატების დინამიკა, შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და პირბადეების ტარების რიცხვი შემცირდა. უახლოეს ხანში ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი უდიდეს ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც  უახლოეს ხანებში დაიწყებს ნავთობისა და გაზის ძიებას შავი ზღვის აკვატორიაში.