სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა

11.03.21 11:45
სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა

სკანდალური ჩანაწერები ბერა ივანიშვილის და „ოცნების“ მაღალჩინოსნების მონაწილეობით - სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. მოსამართლის განჩინება „ტვ პირველში“ გუშინ შემოვიდა. მოსამართლე კლდიაშვილის განჩინებით, ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა  არა  ის სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდო დანაშაულია ასახული, არამედ მათი ინტერესის საგანს რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი წარმოადგენს, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების მიზანი წყაროზე გასვლაა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ კონვერტზე, ან ელექტრონულ მოწყობილებაზე დნმ-ი იქნება დარჩენილი. 

„ტვ პირველის იურისტები“ საგამოძიებო უწყებაში წერილის გაგზავნას გეგმავენ. იურისტები წერილში განმარტავენ, რომ განჩინება არ არის ნათელი, ვინაიდაინ მასში არ არის გაწერილი, თუ რას ითხოვენ კონკრეტულად „ტვ პირველიდან“ და როგორ დაადგინდა საგამოძიებო უწყებამ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი ტელევიზიაში კონვერტით, ან ელექტრონული მატარებლით მოხვდა.

კომპანიას ჩაბარდა განჩინება, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებელი ელეტრონული მატარებლების ამოღება  და კონვერტი შეფუთვის, რომლითაც მატარებელი იქნა შემოსული კომპანიაში. საუბარია ნოდარ მელაძის რეპორტაჟში 6 მარტს გასულ სიუჟეტზე. საგულისხმოა ის, რომ არ არის მითითებული თავად ინფორმაცია, ანუ ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბმისად კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი სასამართლოს განჩინება, სადაც ამოღებაში მითითებული იოქნება პირდაპირ უშუალოდ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, კომპანია ამას დაუყოვნებლივ შეასრულებს, - აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.

მსგავსი სიახლეები