სტრასბურგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აფგან მუხთარლის სარჩელი შევიდა

11.03.21 12:25
სტრასბურგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აფგან მუხთარლის სარჩელი შევიდა


 საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სარჩელი შევიდა. მუხთარლი ამბობს, რომ 2017 წელს საქართველოს ტერიტორიიდან მისი გატაცება და შემდგომ აზერბაიჯანში დაპატიმრება ქართული სპეცსამსახურების დახმარებით განხორციელდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საქართველოში ყოფნა აუცილებელია, რადგან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა თავად უნდა მიიღოს და აჩვენოს პროკურატურას, საიდან გაიტაცეს. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გასული წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.