სამთავრობო მედიამ ჩემი მკვლელობის შესახებ პროპაგანდა დაიწყო - ნოდარ მელაძე

11.03.21 12:32
სამთავრობო მედიამ ჩემი მკვლელობის შესახებ პროპაგანდა დაიწყო - ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ და ასევე, კონკრეტული გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მკვლელობა იყოს დაგეგმილი. ამის დასტურადც მას ის  პროპაგანდა მოჰყავს, რომელიც სამთავრობო მედიაში გავრცელდა. მელაძე  ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში მსგავსი შინაარსის განცხადებები შემთხვევით არ ჩნდება.

ნოდარ მელაძე ხერლისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მისი პირდაპირი მოვალეობაა.  ჟურნალისტი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე საუბრობს.

ჩვენი აზრით, სრულიად შემთხვევითი არ არის, როდესაც სამთავრობო მედიამ დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ იგეგმება გამომძიებელი ჟურნალისტების, მათ შორის, ჩემი მკვლელობა და თუ ამას განახორციელებს ვინმე, ეს არის ოპოზიციის დაგეგმილი. ასეთი ახალი ამბები და ვრცელი ინტერვიუები სამთავრობო მედიის ეთერში და მათ კონტროლირებად პრესაში შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ ჩნდება. მე მინდა შევახსენო საქართველოს პროკურატურას და ხელისუფლებასაც, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს მათ პირდაპირ მოვალეობას და თუ მათ აქვთ ინფორმაცია საჯარო სივრცეში ინფორმაციაზე, მათი პირდაპირი მოვალეობაა მოახდინონ რეაგირება და შესაბამისად, დაიცვან საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება. თუმცა ეს აჩენს განცდას, რომ როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებას შესაძლოა, ჰქონდეს შურისძიება და ანგარიშსწორება დაგეგმილი ჩვენზე, ჟურნალისტებზე და ნელ-ნელა ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგ ეს ვინმე სხვა დააბრალოს, - აცხადებს მელაძე.