,,ქართული ოცნების" ოფისთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო გადაიდო

11.03.21 12:38
,,ქართული ოცნების" ოფისთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო გადაიდო

,,ქართული ოცნების" ოფისთან აქციის დროს დაკავებული ექვსივე პირის პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა. უფლებადამცველებმა აუცილებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გონივრული ვადა ითხოვეს. აქციის მონაწილეები უმრავლესობის სხდომის პარალელურად, გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსს აპროტესტებდნენ და ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ. გამოძიება 6ივე პირს პოლიციელისადმე დაუმორჩილებლობას ედავება.