მთავარი პასუხიმსგებლობა "ქართულ ოცნებაზეა" - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე

11.03.21 12:52
მთავარი პასუხიმსგებლობა "ქართულ ოცნებაზეა" - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლის მონაწილეობით შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 12-13 მარტს არის დაგეგმილი. კრისტიან დანიელსონი თავდაპირველად ხელისუფლებას და ოპოზიციას ცალ-ცალკე შეხვდება და მხარეებს ერთ მაგიდასთან ამის შემდეგ დასვამს.

ოპოზიციში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის ჩამოსვლა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ევროკავშირისთვის საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არსებითად მნიშვნელოვანია.

პოლიტიკური მოძრაობა „დროა“-ს  დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ახლა სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელიც შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმის ნაცვლად, აგრესიულ შეტევაზეა გადასული.

ახლა მთავარი პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“ , რომელსაც მიშელის ვიზიტი შემდეგ პრაქტიკულად არათუ ნაბიჯი არ გადმოუდგამს, პირიქით გადასულები არიან აგრესიულ შეტევაზე. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ის საკითხები, რაც ექვს პუნტქში წერია და განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ როგორც არჩევნების საკითხი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ ყველაფერზე, კიდევ მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების საკითხები, საარჩევნო საკითხები, აი, ამაზე უდნა დაიწყოს პროცესი, ოღონდ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ნაბიჯს არ დგამს, - ამბობს  ხოშტარია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გადატანა  2023 წელს, მოლაპარაკებების მაგიდის აყირავების ტოლფასია.

2023-ში არჩევნების შემოთავაზება იქნება უბრალოდ მაგიდის აყირავება. რა 23-ში არჩევნები? არჩევნები ახლა უნდა ჩატარდეს, მალევე, ანუ გახანგრძლივება უნდათ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ამ მოდელით? რა სისულელეა. არცერთ თარიღზე შეთანხმება არ იქნება თუ ეს არ არის ან 2021, ან 22-ის დასაწყისში, - აცხადებს კაპანაძე.