მოსამართლე, რომელმაც ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შესვლის ნებართვა გასცა, პროკურატურის კადრია

11.03.21 13:10
მოსამართლე, რომელმაც ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შესვლის ნებართვა გასცა, პროკურატურის კადრია

მოსამართლე, რომელმაც "ტვ პირველში" ძალის გამოყენებით შესვლის უფლება გასცა,  პროკურატურის კადრია. ლაშა კლდიაშვილი სასამართლოში მოსამართლედ 2020 წელს განამწესეს, მანამდე კი  შშს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.

კლდიაშვილის  დაწინაურების ისტორია ძალოვანებში 2016 წლიდან იწყება, როდესაც ხელვაჩაურიდან თბილისის პროკურატურაში გადმოიყვანეს, შემდეგ კი შსს-ში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.