სამართლებრივი მანქანა ივანიშვილის ოჯახის დასაცავად მოქმედებს - გიგა ბოკერია

11.03.21 13:48
სამართლებრივი მანქანა ივანიშვილის ოჯახის დასაცავად მოქმედებს - გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ პროკურატურის განზრახვა ,,ტვ პირველში" შესვლისა და საგამოძიებო მასალების ამოღების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პროკურატურა ივანიშვილის ოჯახის დასაცავად კანონდარღვევაზე მიდის.

დღეს ვხედავთ ვითარებას, როცა გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ იყოს გამოვლენილ პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლის, მუქარის  ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროფესიული საიდუმლოების, წყაროს, იძულებით გამხელის თაობაზე. ეს არის დემონსტრირება იმისა, როგორ მოქმედებს სამართლებრივი მანქანა და ის არის მოწოდებული ივანიშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დასაცავად. პროკურატურა არღვევს კანონს ,,სიტყვის თავისუფლების შესახებ", სადაც  მკაფიოდ წერია, რომ პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია - აღნიშნავს გიგა ბოკერია. 

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სად აღნიშნულია, რომ ეს უწყება აპირებს, შევიდეს ტვ პირველში და საგამოძიებო მასალები ამოიღოს.